რაც მე პარლამენტში მომითმენია, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, გულწრფელად გეუბნებით, რომ პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლობიანად მოვსულვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.~~

 

მისივე თქმით, პარლამენტში მოსვლისას მას კანონი არ დაურღვევია.

“ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არამხოლოდ პასუხის გასაცემად. ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია. პარლამენტის წინაშე წარდგომას ან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისი აღსრულება მოხდეს. კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ 29-ში კიდევ რაღაც ღონისძიება მაქვს და ერთ თვეში ისევ უნდა მოვიდე. არ მაქვს არანაირი პრობლემა. ვიცი, პატივს ვცემ, ვაფასებ. რაც შეეხება კონკრეტული მთავრობის წევრებს მაია ცქიტიშვილი იყო კონკრეტულ საკომიტეტო მოსმენებზე. ქალბატონი ეკა აქ იყო. ჩვენ მიერ პარლამენტის უგულებელყოფა, არ ყოფილა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”