სკანდალი – საქართველოში 370 000-მდე პირმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი. აცხადებს ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში COVID-19 222-370 ათასმა ადამიანმა უკვე გადაიტანა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, საქართველო სწრაფ ტესტებს არა დაავადებულების, არამედ დაავადება გადატანილების გამოსავლენად იყენებს. ამ პროცესში კი კვლევა ჩაუტარდა 1000 ჯანმრთელ ადამიანს, რომელთაგანაც 6-დან 10 პროცენტამდე პირს დაუდგინდა, რომ ვირუსი გადაიტანა. თენგიზ ცერცვაძის თქმით ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 6-დან 10 პროცენტამდე რიცხვი 222-370 ათას ადამიანს უდრის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას 500-ჯერ აღემატება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით კვლევა დამუშავების ეტაპზეა და ზუსტი რიცხვები ჯერ დადგენილი არ არის.

 

წყარო: report.ge