წულუკიანს დავაწინაურებ – გახარია

დავაწინაურებ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას კითხვას, იმის შესახებ, მოხსნის თუ არა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თანამდებობიდან დასავლელი პარტნიორების მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო.

“მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას, რომელსაც რომც არ ეთანხმებოდეთ, უკავშირებს მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას და ილია ჭავჭავაძეს იხსენებს. მოხსნით?! ახლა შეგიძლიათ უთხრათ, რომ გადაყენებულია?! თუ არა?!” – იკითხა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

“ნიუპოსტი”