ფეხით ვიაროთ. კორონა არ გამქრალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე „იმედის დღის“ ეთერში ამბობს:

„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა. ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით“- განაცხადა იმნაძემ.