„პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმურ ოპოზიციას“- კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, რომ  გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას „გოიმურ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარა“.

„ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცედენტო მასშტაბებით ტირაჟირებდნენ სიცრუეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა — ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ. გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარდგა საზოგადოების წინაშე ანგარიშით და, მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა“, — განაცხადა კობახიძემ.