ამერიკის ერთ-ერთ შტატში, მინესოტაში, კერძოდ, ქალაქ მინეაპოლისში, არეულობებია. ხალხმა გადაწვა პოლიციის განყოფილება, საიდანაც პოლიციელების ევაკუაცია მოესწრო.
შტატის გუბერნატორმა საგანგებო ვითარება გამოაცხადა, ქალაქში შეყვანილია ეროვნული გვარდიის ძალები.
ასევე აირია ვითარება კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერის ქუჩებში გამართულ კიდევ ერთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე. დემონსტრანტების ჯგუფში შავი ფერის მაქანა შევარდა, რომელის კაპოტზე მჯდარი კაცი გადმოვარდა, მანქანა მას დაეჯახა და შემდეგ იქაურობა დატოვა.
მასობრივი არეულობები გამოიწვია პოლიციის მიერ გამოვლენილმა სადისტურმა სისასტიკემ, რაც ამერიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა. პოლიციელებს ამჯერად კიდევ ერთი შავკანიანი მოქალაქე შემოაკვდათ, რომელიც დაკავებისას ასფალტზე დაანარცხეს, შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი მუხლით კისერზე დააჯდა და დაკავებულის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მას სუნთქვის საშუალება არ მისცა. დაკავებული ჯორჯ ფლოიდი რამდენიმე წუთში უჰაერობისგან დაიღუპა.