ევროკავშირი საქართველოს, ეტყობა, საკმარისად დაეხმარა და “ააყვავა”, ახლა ჯერი თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაზეა.
როგორც გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, რომელმაც მინისტრს აცნობა, რომ მალე ამოქმედდება ევროკავშირის პროგრამა და გაჩნდება აფხაზეთში მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ახალი რესურსები.
“ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი, რომ ეს მხარდაჭერა მოდიფიცირებული სახით იქნება აღმოჩენილი – იმისათვის, რათა მოხდეს კორონავირუსის შემდეგ შეცვლილ პირობებთან ადაპტაცია” – აღნიშნა ვინტონმა.
დაურ კოვემ კმაყოფილება არ დამალა და განაცხადა, რომ აუცილებელია საკითხის კომპლექსური განხილვა და ყურადღების მიქცევა მსხვილი პროექტებისადმი, რომლებიც განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისკენაა მიმართული.