საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი:
55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.
12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“,
6% – „პატრიოტთა ალიანს“,
4%„ლეიბორისტულ პარტიას“,
4% მამუკა ხაზარაძის „ლელოს“,
3% „ევროპულ საქართველოს“
1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“
სხვა – ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.
კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.
წყარო: “ალია”
“ალია”