მელია მხარს დაუჭერს, თუკი მერაბიშვილი მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრას დააპირებს

თუკი ვანო მერაბიშვილმა მიიღო მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრის გადაწყვეტილება და მან ეს ნაბიჯი გადადგა, მე პირადად არანაირი უფლება არ მექნება ამ ნაბიჯის წინააღმდეგ წავიდე. არც მორალური არც პოლიტიკური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„ვანო მერაბიშვილს, რომ უთხრან შენ არ გაქვს უფლება განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა, ალბათ ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა. არავის არ აქვს ამის უფლება და ლეგიტიმაციას გასცემს ხალხი. მეტსაც გეტყვით, ჩემის აზრით ვანო მერაბიშვილი თუკი გადაწყვეტს, რომ მან უნდა იყაროს კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად, ეს ნიშნავს რომ მან ხალხს უნდა ჰკითხოს, რომ იგი იმსახურებს პოლიტიკაში ყოფნას. ხალხის ნაცვლად ვერც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას და ვერც მე“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას არ გაუწევს. „რა თქმა უნდა ერთი ვერ ვიქნები წინააღმდეგი, ეს იქნება ძალიან არაპოლიტიკური ჟესტი ჩემი მხრიდან და ამორალური საქციელი. მეტიც მე მივემხრობი იმ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მელიამ.