დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია და მოლი გახსნილია

დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია და მოლები გაიხსნება.

ობიექტებში სტუმრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

შეგახსენებთ,  დღემდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 19 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში დახურული იყო  ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა.