ლევან მამალაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დედაჩემის განცხადების შესახებ ვიცოდი , მაგარმ პრეზიდენტის სასახლესთან შიმშილობას თუ განიზრახaვდა ეს ჩემთვის უცნობი იყო. ჩემმა დიშვილმა მითხრა ამის შესახებ. მე წინააღმდეგი ვარ ასეთი ზომებისა, უპირველესად მისი ხნოვანებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე ვესაუბრე და ვთხოვე, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინე. ასე მითხრა „ პრეზიდენტთან ინფორმაცია არ მიდის, ამიტომ მინდა შეხვედრა. უკიდურეს ზომებსაც მივიღებ სიმართლის მისაღწევადო“! დედაჩემი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია და დარწმუნებულია , რომ შეხვედრა შედგება! ჩემი ოჯახის დეტალები და ეს საკითხები კარგახანია ღიად არის საზოგადოებისთვის გამოტანილი სამსჯელოდ, ამიტომ მივმართავ ჩვენს დიდ ოჯახს და ახლობლებს აქამდე საქმე არ მივიყვანოთ!”-წერს მამალაძე.