“ქართული მარში” პოლიტიკური პარტიის სტატუსს მიიღებს

მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიაად გადაკეთდება. ამის შესახებ „ტვ პირველს“ მოძრაობის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

“ქართული მარში” ეცდება, კონსერვატული, ეროვნული ცნობიერების ძალებისთვის გამაერთიანებლის როლი შეასრულოს. სანდრო ბრეგაძე, ამასთან, პოლიტიკაში რეალისტურ ხედვებს არ გადაუხვევს. იგი ამთავითვე ხედავს, რომ “პატრიოტთა ალიანსს” თავისი განსხვავებული ინტერესები აქვს:

„ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი „ქართული მარშის“ ბაზაზე. პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გარდა მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მათ რიცხვში არ შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, რამდენადაც ვიცი, ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს და საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლება. თუკი ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მონაწილეობას, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენი დამფინანსებლები მე და ჩემი მეგობრები ვიქნებით. ჩვენ არანაირი კავშირი არ გაქვს, არათუ რუსეთის ხელისუფლებასთან, არამედ რუსული პოლიტიკის არც ერთ სეგმენტთან“, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.