როკფელერის ფონდმა წარმოადგინა “კოვიდ19-ის ტესტირების მოქმედების ეროვნული გეგმა”, სადაც საუბარია”სამუშაო ადგილებისა და სოციალური კონტაქტების აღდგენისკენ მიმართულ პრაგმატულ ნაბიჯებზე”.
მიუხედავად უწყინარი დასახელებისა, ეს გეგმა არ წარმოადგენს ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანების ყოფითი პრობლემების მოგვარების მცდელობას, არამედ იერარქიული და გასამხედროებული სოციალური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ მის შემუშავებაში ამერიკის პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა – ჰარვარდმა, იელმა, ჯონ ჰოპკინსმა და სხვ. მიიღეს მონაწილეობა.
მთავარი ადგილი აღნიშნული გეგმის ფარგლებში უკავია “პანდემიის შემოწმების საბჭოს”, რომელიც კორეის ომის დროს შტატებში მოქმედ სამხედრო წარმოების საბჭოს მოგვაგონებს. “პანდემიური შემოწმების საბჭო” დაკომპლექტებული იქნება ბიზნესის, მთავრობისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისაგან.
“საბჭო”, გეგმის მიხედვით, ისეთსავე უფლება-მოსილებებს შეითავსებს, როგორიც კანონით აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტს სამხედრო ვითარებაში.
გეგმის მიხედვით, ყოველკვირეულად უნდა მოხდეს 3 მილიონამდე აშშ-ის მოქალაქის შემოწმება “კოვიდ 19”-ზე და ეს ციფრი უნდა გაიზარდოს 30 მილიონამდე კვირაში, 6 თვის მანძილზე. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მიღწეულ იქნას კორონავირუსზე დღეში 30 მილიონი ადამიანის ტესტირება, რაც ერთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
თითოეული ტესტისათვის გათვალისწინებულია “სამართლიანი საბაზრო ანაზღაურება ყველა კოვიდ-19-ზე ანალიზის ჩათვლით”. ამრიგად, უნდა გამოიყოს თვეში მილიარდობით დოლარი სახელმწიფო სახსრებიდან.
როკფელერის ფონდი და მისი საფინანსო პარტნიორები დახმარებას გასწევენ მომწოდებლებთან კონტრაქტების დადებასა და საკრედიტო გარანტიების მიღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამაში მსხვილი კომპანიები იგულისხმებიან, რომლებიც წამლებსა და სამედიცინო მოწყობილობებს აწარმოებენ.
გეგმა ითვალისწინებს, რომ “პანდემიასთან ბრძოლის საბჭო” უფლებამოსილი იყოს, ჩამოაყალიბოს “პანდემიაზე რეაგირების კორპუსი”. სიტყვა “კორპუსი” გულისხმობს სპეციალურ რაზმს (სამხედრო ტერმინი “კორპუსი”, “სამხედრო ქვეითების კორპუსი”-ს ანალოგიით, შემთხვევით როდია გამოყენებული), რომლის რაოდენობა 100-იდან 300 ათას კაცამდე შეადგენს. მათი მოწვევა მოხდება მოხალისეობის საფუძველზე, “მშვიდობის კორპუსისა” და “ამერიკორპსის” რიგებიდან (ეს ორგანიზაციები აშშ-ის მთავრობის მიერ ოფიციალურად განვითარებადი ქვეყნების “დასახმარებლად” არის შექმნილი, რეალურად კი სპეცსამსახურების განშტოებებს წარმოადგენენ), ისევე, როგორც, ეროვნული გვარდიიდან. “პანდემიაზე რეაგირების კორპუსის” წევრები მიიღებენ საშუალოდ 40 ათას დოლარს წელიწადში ხელფასად, რაც სახელმწიფო ხარჯებს წელიწადში 4-იდან 12 მილიარდ დოლარამდე მოითხოვს.
“პანდემიაზე რეაგირების ორგანომ” პირველ ყოვლისა, მოსახლეობა სამხედრო მეთოდებით უნდა გააკონტროლოს, გამოიყენოს თვალთვალისა და იდენტიფიკაციის ციფრული სისტემები სამუშაო და სასწავლო დაწესებულებებში, საცხოვრებელ რაიონებში, საზოგადოებრივ ადგილებზე და მოგზაურობისას. ასეთი ტიპის სისტემები იწარმოება “ეპლის”, “გუგლის” და “ფეისბუკის” მიერ – შეგვახსენებს როკფელერის ფონდი.
ფონდის გეგმის თანახმად, ინფორმაცია ადამიანების ჯანმრთელობისა და საქმიანობის შესახებ, კონფიდენციალურად უნდა დარჩეს – “შეძლებისდაგვარად” (მნიშვნელოვანი დაზუსტება). მაგრამ მონაცემთა ბაზები ცენტრალიზებულ იქნება ციფრულ პლატფორმაზე, რომლის მართვა მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ასევე კერძო კომპანიების მიერ. “პანდემიასთან ბრძოლის საბჭოს” შეეძლება, დროდადრო გადაწყვიტოს, რომელი რაიონი და რა ვადით იქნება ბლოკირებული.
აი მოკლედ ის გეგმა, რომლის რეალიზებასაც შეეცდება როკფელერის ფონდი როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუკი ეს გეგმა ნაწილობრივ მაინც განხორციელდება, იგი მიგვიყვანს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციას ელიტის კიდევ უფრო ვიწრო სექტორში, უმრავლესობის საზიანოდ, რომელიც დაკარგავს თავის ძირითად დემოკრატიულ უფლებებს!
ოპერაცია ხორციელდება “Covid-19 control”-ის სახელწოდებით ანუ იმ დაავადების სახელით, რომლის მიერ გამოწვეულმა სიკვდილიანობამ, ოფიციალური მონაცემებით, აქამდე შეერთებული შტატების მთელი მოსახლეობის 0,03%-ს შეადგინა. როკფელერის ფონდის გეგმაში ვირუსი გამოიყენება რეალურ იარაღად, რომელიც ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თავად კორონავირუსი-19.
მანლიო დინუჩი,
თარგმანი: “ნიუსფრონტი-საქართველო”