სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა “ტვიტერის” გვერდზე გააკეთა.

“ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ნიკოლ ფაშინიანს და მის ოჯახს” , – დაწერა ზურაბიშვილმა “ტვიტერზე”

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი დაუდგინდათ მისი ოჯახის წევრებსაც.

 

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”