თბილისის მერიის სერვისები მუშაობას დღეიდან განაახლებს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისი მუშაობას დღეიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისის ათივე გამგეობაში.

დღეიდან ასევე აღდგება თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისა და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

 

 

 

 

 

 

“ალია”