ანონსი: პროექტ CoronaFREEstreet პრეზენტაცია „კათარზისში“ ხვალ, 13 საათზე შედგება

კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia პარტნიორი ამერიკული ორგანიზაციის East West Connect LLC მხარდაჭერით აწყობს პროექტ CoronaFREEstreet პრეზენტაციას სათნოების სახლ „კათარზისში“.

აქვე მოხდება უპოვართათვის სასურსათო პაკეტების გადაცემა. ეს პროექტი ნაწილობრივ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და არის შემადგენელი ნაწილი ორი საერთაშორისო პროექტისა – CORONASTREET და SAFENATION. პროექტის ძირითადი იდეა მდგომარეობს მსოფლიოს ქალაქებისა და ქუჩების პანდემიის შედეგებისგან გასუფთავება-რეაბილიტაციაში. ვიწყებთ თბილისით, შემდგომ ეტაპზე იგივე ღონისძიება ჩატარდება ცხინვალსა და სოხუმში. თბილისის პარალელურად ანალოგიური ღონისძიებები ერთდროულად იმართება ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ლიბიის, ფილიპინების, ინდონეზიის, იამაიკის და ეთიოპიის დედაქალაქებში და რამდენიმე მსხვილ ქალაქში.

ღონისძიება დაგეგმილია 3 ივნისს, 13 საათზე.