ავარია ახალციხეში – დაიღუპა შსს-ს თანამშრომელი

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

 

“ალია”