ბათუმის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ღამით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები განახორციელეს.

ტაძრის გაქურდვის ფაქტს ადასტურებს, დეკანოზი იოანე გორელიშვილი, რომელიც ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერია. ამ დროისთვის უცნობია, რა მოიპარეს ქურდებმა ტაძრიდან. დეტალებზე, ეპარქიაში ამ დროისთვის არ საუბრობენ.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

 

 

 

“აიპრესი”