საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აუხსნან საზოგადოებას, რა ინტერესების მიხედვით არიან გაერთიანებულები და რას სთავაზობენ ქვეყანას.
„ჯერ ჩამოყალიბდნენ რა ღირებულებები აერთიანებთ მათ, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას როგორ უყურებენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეკითხეთ ის გეგმები, რომელსაც სახავენ. ელემენტარულად აუხსნან საზოგადოებას, რა ინტერესით არიან ეს ჯგუფები გაერთიანებული და ქვეყნის განვითარების რა პერსპექტივას სთავაზობენ საზოგადოებას. მე ვფიქრობ, მათ ეს პერსპექტივა არ აქვთ, ეს ჯგუფები არიან წარსულის ჯგუფები, არანაირი მომავალი მათ საქმიანობას არ უკავშირდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
“აიპრესი”