კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 24 ნიმუშზე პასუხი უარყოფითია

ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში 11 მოქალაქე, 1 ადამიანს მედიკოსების მეთვალყურეობის რეკომენდაცია მოეხსნა.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 6 ლოკაციაზე იმყოფება 143 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მოწმდება მაღალი რისკის ჯგუფები.კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

ჯამში, კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4169 ნიმუში, აქედან 1326 მედპერსონალია, 1525 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 223, საერთაშორისო გადამზიდავი მძღოლი 24.

 

 

 

“აიპრესი”