რა გველის 6 ივნისს თუ ასტეროიდი ტრაექტორიას შეიცვლის?

პორტალი Space Reference-ი, NASA-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. მისი დიამეტრი 250-279 მეტრს შეადგენს.

ასტეროიდი 163348 (2002 NN4) დედამიწას 6 ივნისს, 6 სთ. 20 წუთზე ჩაუვლის. იგი პოტენციალურად სახიფათო ასტეროიდების რიგს მიეკუთვნება, რადგან ის დედამიწის ორბიტას კვეთს. თუმცა, ჩვენს პლანეტასა და ასტეროიდს შორის მანძილი 13-ჯერ მეტი იქნება ვიდრე მთვარემდე მანძილია. მეცნიერები აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ 4 დღეში ასტეროიდმა ტრაექტორია შეიცვალოს და დედამიწას დაეცეს. ამასთან, ასეთი ზომის ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის განადგურება არ შეუძლია, უბრალოდ, თუ ის პლანეტას დაეცა, შეიძლება მძლავრი გეოლოგიური კატაკლიზმები გამოიწვიოს, როგორიცაა მაგალითად, ცუნამი.