მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. მიზეზად ტრანსპორტის მძღოლები სოციალურ დისტანციას ასახელებენ. მათი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ნაკლები მგზავრის გადაყვანა მოუწევთ.
„ადრე სამარშრუტო ტაქსი სრულად ივსებოდა და 22 ადამიანი გადაგვყავდა. ახლა რამდენიმე მგზავრის გადაყვანა მოგვიწევს და შესაბამისად ფასიც გაიზრდება. ადრე იხდიდა ადამიანი 8 ლარს, ახლა იხდის 50 ლარს“, – აცხადებენ ტელეკომპანია იმედის გადაცემა „ქრონიკასთან“ საუბარში მძღოლები.
8 ივნისიდან გაიხსნება საქალაქთაშორისო მოძრაობა სრულად აღდგება. ამ დროისთვის რეგიონების მიმართულებით, მხოლოდ კერძო მცირე ზომის ტრანსპორტი გადაადგილდება.