სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში

ბათუმში, ახალგაზრდა ბიჭმა დის ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება.

ბრალდებული პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქმე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აღიძრა, რაც თავისუფლების 7დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

“ალია”