თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა მიზნობრივი ვიზა უნდა აიღონ. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თურქეთში საქართველოს საელჩომ გამოაქვეყნა.
“თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად” – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთავი2