1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0772 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0356 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4087 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0279 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა

 

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”