არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე, თითქმის ყოველდღე დავდიოდი ეკლესიაში

“არ არსებობს უფლის გარეშე და განგების გარეშე არაფერი”-განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, პოსტივისთან ინტერვიუში.

საერთოდ, ექიმობა ღვთისაგან ნაბოძებია. შეიძლება, ადამიანმა სამედიცინო განათლება მიიღო, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე. სულ დგას შენ უკან. ბოროტებას ვერ აჯობებ და ბოროტება ხშირ შემთხვევაში დაავადებაა, თუ არ გიყვარს ღმერთი და არ გიყვარს პაციენტი.

ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას, რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. ვერ მოვერევით ვერცერთ პათოლოგიას, რომ არა ეს ღმერთის ძალა.

როდესაც იყო – არ შეიკრიბოთ – თითქმის ყოველდღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა, ძალიან ძნელი იყო და ის არასდროს არ გვტოვებდა. მე პირადად, შეიძლება, არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივყვებოდე, ეს პერიოდი, მე პირადად, მან და მისმა დიდმა ძალამ გადამალახინა. არ არსებობს უფლის გარეშე და განგების გარეშე არაფერი ”-აცხადებს  რატიანი,