დავით ქაცარავა სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სუსში დაკითხვაზე იმყოფება.როგორც ცნობილია, ქაცარავა სუს-ში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. საქმე ეროვნული შუღლის გაღვივებას ეხება.

ქაცარავას თქმით, ხელისუფლება მასზე ზეწოლას ცდილობს და ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.
“იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აწარმოებს დევნას ჩემ წინააღმდეგ და ის საქმე, რომელიც წარმოებაში არის, თეთრი ძაფებითაა შეკერილი, სადაც ოთხი ადამიანი თავს დამესხა და იქ ბრალდებულად მე აღმოვჩნდი, ის საქმე მართლაც სასაცილოა და იქ ძალიან უჭირს ხელისუფლებას, რომ როგორღაც მებრძოლოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს თემა, გარეჯის თემა არის ახალი შეთხზული. ჩემი დაბარება სუს-ში და ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან ჩემი გაიგივება სრული აბსურდია და მორიგი მცდელობა, რომ ახალი, თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე დაიწყოს ხელისუფლებამ ჩემ წინააღდეგ”, – ამბობს ქაცარავა.
ცნობისთვის, სუს-მა ეთნიკური შუღლის გაღივების ბრალდებით გამოძება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
საქმე ეხება ქვემო ქართლში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნას უკავშირდება.

 

 

 

“ნიუპოსტი”