,ეკოგაზის” სადგურზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

,,ეკოგაზის” გაზგასამართსადგურზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ”– აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე:

„დღეს 14:00 საათზე შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტრო ტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება, პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან ათი წუთის განმავლობაში აღდგენილი იქნა გულის მუშაობა. ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით, შემდეგ დავიწყებთ გამოღვიძებას. სტაბილურად მძიმეა, არის მართვის სუნთქვაზე“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ექსპერტ-კრიმინალისტი ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

“კურიერი”