ინფორმაციას, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, კალაძე არ ადასტურებს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია.

„ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, – განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

 

 

“ინტერპრესნიუსი”