რუსთავის პარკში საღამოს 7 საათის შემდეგ ველოსიპედებით მოძრაობა აიკრძალა

ენმ-ის წევრი, მარიამ ბაშარული, სოციალურ ქსელში, წერს:

“რუსთავის პარკში საღამოს 7 საათის შემდეგ ველოსიპედებით მოძრაობა აიკრძალა. შუა დღეს მზის გულზე არც ველოსიპედისტები სეირნობენ და არც ფეხით მოსიარულეები, ე.ი დავჩაგრეთ ველოსიპედისტები? ნაცვლად იმისა რომ პრობლემა აღმოეფხვრათ კონკრეტულ პირებს შეუზღუდეს უფლებები.

პარკის აღდგენა რომ გადაწყდა, თავდაპირველ პროექტში ველობილიკიც მოიაზრებოდა, თუმცა შემდეგ როგორც ხდებახოლმე ჩინოვნიკებმა ფულის შოვნა გადაწყვიტეს და დარჩა პარკი ველობილიკის გარეშე. ჩვენ რა თქმა უნდა ამაზეც (ისევე როგორც სხვა ფულის მოტეხვებზე) თვალი დავხუჭეთ და აი ახლა დაგვხვდა წინ, არც ველო მყავს და უფრო მეტი, ტარებაც კი არ ვიცი, ჩემთვისაც უკომფორტოა ფეხით მოსიარულე და ველოსიპედი ერთ გზაზე, საფრთხის შემცველიც, თუმცა ნამდვილად ვერ მივესალმები ამ აკრძალვას.

რუსთავის პარკი • Rustavi Park-ს ველობილიკი სჭირდება !” -წერს ბაშარული.