გიორგი ახვლედიანი პარტიას „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ ტოვებს. ამის შესახებ გიორგი ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამის მიზეზად მან მის წინააღმდეგ წარმოებული „ბინძური კამპანია“ დაასახელა, როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომ ის თითქოს „ქართული ოცნების“ არაოფიციალური ექსპერტია.
გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ არ სურს, მისი გუნდი თავის მართლების რეჟიმში იყოს და ამიტომ მიაჩნია, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
„რა თქმა უნდა, არჩევნებზე დიდ წარმატებას ვუსურვებ და რაც შეეხება ამ სიბინძურესთან და მსგავს სიბინძურესთან ბრძოლას, ამის წინააღმდეგ ჩემი ძალებით ვიბრძოლებ“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.