პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში დაშვებისთვის, სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” და “სისიხლის სამართლის” კოდექსებში შესატანი ცლილებების პროექტის თანახმად, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება.

 

 

ცვლილებათა პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით.

პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრი და მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.

ამასთან, ტაქსით ( (M1 კატეგორია) გადაადგილებისას მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.

ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რომლისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით.

 

 

 

“აიპრესი”