ბათუმსა და იზმირში სპესამსახურების ერთობლივი სპეცოპერაცია ჩატარდა. აყვანილია თურქული დანაშაულებრივი დაჯგუფების 50 წევრი, რომელთაგან 9 საქართველოში იმალებოდა, მათ შორის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი.
ბინალი ჯამგიოზი, რომელსაც თურქეთის პოლიცია უკვე ერთ წელზე მეტია ეძებს, ასახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში იმყოფება. ის არის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, რომლის 9 წევრიც ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
გაირკვა, რომ საქართველოში, დანაშაულში მხილებული პირები კავშირში არიან თურქეთის ქალაქ იზმირის პროკურატურის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის რეალურად ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული, თურქული კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი ბინალი ჯამგიოზი (Binali Camgöz). ჯამგიოზი ოფიციალურად თურქი ბიზნესმენის სახელით სარგებლობს , ის გახლავთ თურქული კონსენციუმის “ჩელების“ ერთ-ერთი მეწილე და ამ კონსენციუმის მეპატრონის თურქი ბიზნესმენის ისმაილ ჩელების მარჯვენა ხელი. ამავდროულად ჯანგიოზი, ჩელები და სხვა კომპანიის მფლობელები არიან , თურქული ნაციონალისტურ-რადიკალური ორგანიზაციი სრუხიმგლების (Bozkurtlar) ლიდერები, სპონსორები და რუხი მგლების ლიდერის დევლეთ ბახჩელის თანამებრძოლები.
ისმაილ ჩელები და მისი კონსენციუმის “ჩელები“ ისტორია საქართველოში 2005 წელს დაიწყო. მაშინ კონსენციუმმა გააერთიანა რამოდენიმე თურქული კომპანია: ”Urban inshaat sanai ve tikaret anoim shirkate” – 300 ლარი საწესდებო კაპიტალით , შპს ”Sera iapi endustrisi veticaret ltd. st” -1’000 ლარი საწესდებო კაპიტალით და კორპორაცია “Akfen inshaat turism ve tikart anonym shiketi” – 3’000 ლარის საწესდებო კაპიტალით და კორპორაცია “Tipe inshaat sanai anonym shikerti”, ყველას გასაოცრად გაიმარჯვა თბილისის აეროპორტის მშენებლობისთვის გამართულ ტენდერში. დღემდე გაურკვეველია, რა ფულით აშენდა, ან საერთოდ, რამდენი დაიხარჯა ათბილისის აეროპორტის მშენებლობაზე. დასაწყისში 54 მილიონი იყო, შემდეგ ითქვა, რომ 62 მილიონი, სხვა წყაროს ცნობით – 95,5, დაბოლოს 100 მილიონი დოლარი გახდა (აშშ-ში იმავე მასშტაბის აეროპორტის აშენება საშუალოდ 50 მილიონი დოლარი ჯდება). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინვესტიციების მოცულობის შესახებ ოფიციალურ განცხადებებებში მაშინდელი ჩინოვნიკები სხვადასხვა ციფრებს ასახელებდნენ. საბოლოოდ, არავინ იცის, რა დაუჯდათ თურქებს მშენებლობა, ფაქტი კი ერთია – თბილისის აეროპორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების დროს 100 მილიონ აშშ დოლარამდე გათეთრდა.
ასე რომ, საქართველოს შსს და სუს-კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ 5 თვის მანძილზე არაფერი იცოდნენ ძებნილი თურქი რადიკალი- კრიმინალების ადგილსამყოფელის შესახებ, რეალობას მოკლებულია. ასევე არადამაჯერებლად ჟღერს ის ვერსია, რომ თითქოს ბინალის დაჯგუფების 9 წევრმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს მარადიდის მონაკვეთის მწვანე ზოლში.
საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი იბადება, რაც განგაშის საფუძველს ქმნის. თუკი საზღვრის კვეთას მარადიდის მონაკვეთზე ასეთი სისტემატიური ხასიათი აქვს, გამოდის, რომ სახელმწიფო უწყებები, კერძოდ კი საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ვერ ასრულებს თავისზე დაკისრებულ ფუნქციას ან საქმე გვაქვს უკანონო გარიგებასთან. ასევე, გარკვეული წყაროს ინფორმაციით, ბინალ ჯამგიოზმა ჯერ კიდევ 2009 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო მისი დაჯგუფების 5-მა წევრმა – 2013 წელს. ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ ქართული პასპორტით შემოსულიყვნენ ქვეყნი ტერიტორიაზე, მესამე ქვეყნის გავლით სრულიად ლეგალურად.
საქართველო და კერძოდ, აჭარა, კარგა ხანია, იქცა ისლამისტი რადიკალების და სხვადასხვა ჯურის კრაზანის ბუდედ, ქვეყანაში მოდერნიზებული ლეკიანობაა. ისმაილ ჩელები და მისი კომპნიონები არც რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივებას ერიდებიან საქათველოში. მაგალიდათ, ადიგნში და მოხეში ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის 2013-2014 წლებში კონფლიქტს ხელოვნურად აღვივებდა ახალციხეში მოღვაწე მოლა ასლან თავდგირიძე, რომელიც ჩელების კომპანიისგან ფინანსდებოდა და კომპანიის მეთაურებს სულიერი მამაა. ასევე რუხი მგლების ჯამგიოზის დაჯგუფება ფინანსებს არ იშურებს ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის საპროტესტო აქციების გამართვისთვის. ასევე უხვად აფინანსებენ მაღალმთიან აჭარაში და ახალციხეში პანთურქისტულ და ნეოოსმალურ ორგანიზაციებს. 9 თურქი კრიმინალი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას უთხრიან ძირს, კბილებამდე შეარაღებულები 5 თვის განმავლბაში ცხოვრობდნენ სუს-ის მაღლჩინოსნის ელიტარულ კერძო სახლში ბათუმის ცენტრალურ რაიონში. ავადსახსენებელი სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული, ქართული სპეცსამსახურები ვერ გადაეჩვივნენ რადიკალ ისლამისტებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებითკი “მოძმე” თურქულ ორგანიზაციებთან.
ყურადსაღები ფაქტია ის რომ , ამა წლის 16 აპრილს თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე ამნისტირებულ იქნა თურქი მილიარდერი და მაფიის ლიდერი ალადინ ჩაკიჯი. ჩაკიჯი “რუხი მგლების” ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი სპონსორია, სწორედ ის დგას თურული კრიმინალური ბიზნესის პირამიდის სათავეში, პანთურქისტული რეაქციული იდეებით. ჩაკიჯისთან ერთად ასევე ამნისტირებულია “რუხი მგლების” ერთ-ერთი ლიდერი, ასევე თურქული მაფიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ყუშტარ ილღაზი. 4 ივნისს ანკარაში “რუხი მგლების” ორგანიზაციის, თურქეთის ნაციონალისტური პარტიის ცენტრალურ შტაბ – ბინაში შედგა პარტიის ლიდერის დევლეთ ბახჩელის და ალადინ ჩაკიდჯის შეხვედრა. ბახჩელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ალადინ ჩაკიჯი და ყუშტარ ილღაზი თურქი პატრიოტები არიან. ჩაკიჯიმ კი ბახჩელს თურქული სამყაროს ლიდერი, ერის მამა და ძმა უწოდა, ასევე დაანონსა პოლიტიკური “რუხი მგლების” გააქტიურებაც.
თურქეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკური მოვლენები, კერძოდ კი რუხი მგლების გააქტიურება და შემდგომი სპეცოპერაცია იზმირში, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. მიმდინარეობს ერდოღანს და “რუხ მგლებს” შორის დაუნდობელი შიდა ბრძოლა. ვგონებ, საქართველოს მთავრობას უნდა ეყოს გამჭრიახობა და სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავს რადიკლურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დროს, არ გამოვიდეს ცალკეული ჩინოვნიკების ვიწრო მერკანტილური ინტერესებიდან და დროულაფ აღკვეთოს “რუხი მგლების” თარეში ჩვენს ქვეყანაში.
შოთა აფხაიძე