მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. თავდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 12 ივნისს მივა.
ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის რანგში „მინისტრის საათის” ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში პირველად მოუსმენენ.
“ინტერპრესნიუსი”