ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 15 ლარამდე გაიზარდა

ქუთაისი-თბილისი მიმართულებით სამარშუტო ტაქსებით  მგზავრობის ღირებულება გაძვრიდა. დღეიდან მოქალაქეებს  12 ლარის ნაცვლად, 15 ლარის გადახდა მოუწევთ.

სხვა მიმართულებებზე ფასები, ამ დროისთვის, არ გაზრდილა.

ქუთაისის ავტოსადგურიდან ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან ყველა მიმათულებით განახლდა.  მგზავრებს გადაადგილება რეკომენდაციების მიხედვით  მოუწევთ. ტრანპორტში პირბადის გარეშე ვერავინ ავა, ამასთან, მოხდება თერმოსკრინინგი.

მძღოლების თქმით, მგზავრობის რაოდენობაზე ამ დროისთვის შეზღუდვა არაა.

 

 

 

 

“კურიერი”