რომელი შეზღუდვა დარჩა ძალაში

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები კვლავ რჩება:

1.რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის;

2. ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა;

3. სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები;

4. 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა.

5. საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილებში (დახურულ სივრცეში) პირბადის გარეშე ყოფნა.