თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია რატომ “არ ზის ციხეში” “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მალია.
ღარიბაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში 20 ივნისის საქმეზე ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე:
“რატომ დადის მელია გარეთ, გამაგებინეთ? რატომ, რატომ დადის? მიუღებელია ჩემთვის (სასამართლოს ეს გადაწყვეტილება). ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი პრეცედენტების დაშვება არ შეიძლება. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პრეცედენტები. ეს უბიძგებს სხვა ადამიანებს, რომ ხვალ და ზეგაც ჩაიდინონ იგივე და გაიმეორონ ”
ცნობისთვის, 20 ივნისს საქმეზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.
წყარო:”ალია”