შეერთებული შტატების დამყოლ გერმანელებსაც უკვე თანდათან ბეზრდებათ ვაშინგტონიდან თითის ქნევა და დიქტატი. ამჯერად გერმანიის პოლიტიკური ელიტაც იღვიძებს და ამერიკის წინაშე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს. კერძოდ, საუბარია, გაზსადენის პროექტზე “ჩრდილოეთის ნაკადი-2”, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაშინგტონი. პროექტი ითვალისწინებს ბალტიის ზღვის საშუალებით ახალი სიმძლავრის მილის გაყვანას რუსეთიდან გერმანიამდე, უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიების გვერდის ავლით. ეს საშუალებას მისცემს რუსეთს, მოახდინოს თავისი ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანელი პარტნიორებისათვის ისე, რომ არ გახდეს შანტაჟის ობიექტი უკრაინის და პოლონეთის მხრიდან.
ამერიკელების მუქარა, რომ უკვე დაწყებული პროექტის დასრულების შემთხვევაში, ისინი სანქციებს დაუწესებენ გერმანულ კომპანიებს, უპასუხოდ აღარ რჩება. ახლა უკვე გერმანიის პარლამენტის ენერგეტიკის კომიტეტის თავამჯდომარე ემუქრება შტატებს, რომ გერმანია შემოიღებს საჯარიმო გადასახადებს ამერიკულ თხევად გაზზე, თუკი ვაშინგტონი ტონს არ შეცვლის და შანტაჟს თავს არ დაანებებს.
“აშშ-ის ქცევა ამ საკითხში აღარ ჰგავს მეგობრულ ჟესტს, ეს არის გერმანიისა და ევროკავშირის სუვერენიტეტის ხელყოფა” – განაცხადა ბუნდესტაგის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კლაუს ერნსტმა.
მეტი ინფორმაცია – იხ. ვიდეო: