ნუ ავიწყვეტთ, ყოველდღე ნუ გავმართავთ შეკრებებს, ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას

“პირველი ტალღის დამთავრებას ვერ ვიტყვით, მაგრამ ასე თუ ისე მშვიდობიანი ფაზა გვაქვს საქართველოში, ძალიან დასტაბილურდა სიტუაცია, ამჟამად კლინიკებში არ არის 130 კაცზე მეტი. ვერ დაგეთანხმებით, რომ იზრდება რაოდენობა, მერყეობს, ხან არის ერთი, ხან რვა, ხან ოთხი” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“ერთნიშნა ციფრის ფარგლებში მერყეობს, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. თუმცა, ასე არ არის მსოფლიოში, მსოფლიოში არ მცირდება. გუშინ წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ პირიქით, გლობალურად უარსდებაო.

გლობალურად არ მცირდება, მცირდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც პიკმა გადაიარა. არც ყოფილა პიკი საქართველოში და საქართველოში არის მისაღები ციფრები. არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. სომხეთში იმატებს, აზერბაიჯანშიც იმატებს, მაგრამ ნაკლებად დრამატულად, რუსეთში იმატებს, თურქეთში ისე აღარ იმატებს, მაგრამ მაინც იმატებს. ასე რომ, ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა, ჩვენთან, საქართველოში დამთავრდა პირველი ტალღა და ამან დათვური სამსახური არ გაგვიწიოს. რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი სზოგადოება და ძალიან სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე.

ბევრი მაგალითი იყო, როცა ხალხმრავალი შეკრებები განახლდა. სურათი დაიდო „ფეისბუქზე“- კაფე „ფაბრიკაში“ ელემენტარულად არ იყო დაცული არანაირი სოციალური დისტანცია, პირბადეები, არაფერი. სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს? მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა“,-  განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

 

 

პ.ს. ბატონო თენგიზ, არც თქვენს კოლეგებს დაუკლიათ შეკრებები და თან უნიღბოდ. ამის დამადასტურებელი ფოტოებიც უამრავჯერ დაიდო სოც.ქსელებში…ცოტა მეტი პრეტენზიები ხომ არ არის თქვენი მხრიდან  ხალხის მიმართ?!

“ნიუსფრონტი”