შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

ბან­კე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლის მიერ მსეს­ხებ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის 1-ლი ეტა­პი იწუ­რე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მე­ო­რე ეტა­პით ისარ­გებ­ლე­ბენ მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს. ამას­თან, არ მოხ­დე­ბა სეს­ხის პრო­ცენ­ტის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის პირ­ვე­ლი ტალ­ღა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სეს­ხის პრო­ცენ­ტის და­რი­ცხვას, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჰქონ­და ბან­კებ­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და რა კი­თხვე­ბი უნდა დავ­სვათ, სა­ნამ მე­ო­რე ეტა­პით სარ­გებ­ლო­ბას გა­დავ­წყვეტთ? ამის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ად­ვო­კატ ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

– ბან­კებ­მა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას სეს­ხებ­ზე 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ­მა უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა გან­მარ­ტა, სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სეს­ხზე პრო­ცენ­ტის და­რი­ცხვა გაგ­რძელ­დე­ბო­და და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მომ­დევ­ნო თვე­ებ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, ბან­კებ­მა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სხვა პი­რო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო ვერ შეძ­ლეს თუ უბ­რა­ლოდ, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­არ­ჩი­ეს?

– სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი იც­ნობს დათ­ქმას ვა­ლის პა­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ, ანუ ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუ იქ­ნე­ბა ეს ფი­ზი­კუ­რი პირი, აქვს უფ­ლე­ბა, მის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა მსეს­ხე­ბელს სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ აპა­ტი­ოს. ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ტი­ე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ მათ შე­ეძ­ლოთ, 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის­გან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა­ზე უარი ეთ­ქვათ და სა­ხელ­მწი­ფოც სა­შე­მო­სავ­ლო და მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან ამ პე­რი­ოდ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მოქ­მე­დი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 309 მუხ­ლის 87-ე და 88-ე ნა­წი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო აღარ და­ბეგ­რავს იმ სუ­ბი­ექტს, ვინც 2019 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე აღე­ბუ­ლი ვალს აპა­ტი­ებს მსეს­ხე­ბელს.

ფი­ზი­კუ­რი პირი უხ­დის გა­და­სა­ხადს ბანკს, ბან­კი ბუ­ნებ­რი­ვია, იტო­ვებს მო­გე­ბას და თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლი­დან გარ­კვე­ულ ნა­წილს უხ­დის სა­ხელ­მწი­ფოს, ამი­ტომ ამ სა­შე­ღა­ვა­თო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მათი შე­თან­ხმე­ბით და სა­მი­ვე სუ­ბი­ექ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბან­კებ­მა სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ას­წრეს სა­ხელ­მწი­ფოს გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა და მათ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და­ა­წე­სეს სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში.

თუკი ეს გახ­დე­ბო­და დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი, ჩვენ მი­ვი­დო­დით დას­კვნამ­დე, რომ დღე­ი­სათ­ვის მოქ­მე­დი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი, გარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი­სა, ვა­ლის პა­ტი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

შე­სა­ბა­მი­სად, 3 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის უბ­რა­ლოდ, „ამოჭ­რის“ შემ­თხვე­ვა­ში, 2019 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე აღე­ბულ სეს­ხებს არ და­ე­რი­ცხე­ბო­და პრო­ცენ­ტი და არც ბან­კი გა­და­იხ­დი­და სა­შე­მო­სავ­ლო და მო­გე­ბის გა­და­სა­ხადს.

ამას­თან, შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 309-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი 2019 წლის 1-ელი იან­ვრის შემ­დეგ გა­ცე­მულ სეს­ხებ­ზეც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ამის ნება არ აღ­მოჩ­ნდა სა­ბან­კო სექ­ტორ­ში და ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა არც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სში იგუ­ლის­ხმე­ბა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ COVID-19-ის და­სა­მარ­ცხებ­ლად გა­წე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა.

– ამას­თან, რამ­დე­ნად აზა­რა­ლებს მსეს­ხებ­ლებს სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი?

– COVID-19-ის გამო შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დის მარ­თვას მო­ი­თხოვ­და. ამ პრო­ცესს სა­ბან­კო სექ­ტორ­მაც აუ­წყო ფეხი და ისი­ნი ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის, რომ­ლებ­მაც 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის და­წე­სე­ბა გა­და­წყვი­ტეს, თუმ­ცა თა­ვი­დან­ვე გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ეს შე­ღა­ვა­თე­ბი.

ბუ­ნებ­რი­ვია, მო­სახ­ლე­ო­ბას ბან­კე­ბის მი­მართ გა­უჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, გა­და­სა­ხა­დე­ბის ჩა­მო­წე­რა მომ­ხდა­რი­ყო და სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნათ სეს­ხის და­ფარ­ვა, თუმ­ცა ბან­კებ­მა ეს გზა არ აირ­ჩი­ეს. არა­მედ, აირ­ჩი­ეს, ვფიქ­რობ, მათ­თვის უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ფორ­მა და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სეს­ხის პრო­ცენ­ტის და­რი­ცხვა გა­და­წყვი­ტეს.

თუ ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის მა­ღალ მომ­გე­ბი­ა­ნო­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­მე­ლიც ათე­უ­ლო­ბით წელს ით­ვლის, ჩემი პი­რა­დი შე­ფა­სე­ბით, მათ გა­აჩ­ნდათ რე­სურ­სი, ამ პე­რი­ოდ­ში სეს­ხე­ბით სარ­გე­ბე­ლი არ მი­ე­ღოთ და სა­ხელ­მწი­ფოც და­ბეგ­ვრის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლდებ­და.

იწყე­ბა სეს­ხე­ბის გა­და­ვა­დე­ბის მე-2 ტალ­ღაც. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, მათ, ვინც სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხე­ბი კი­დევ 3 თვით გა­და­უ­ვად­დე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად პრო­ცენ­ტის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, პირ­ვე­ლი ტალ­ღაც ამ პი­რო­ბე­ბით წარ­მარ­თუ­ლი­ყო?

სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით რომ მი­ვუდ­გეთ, მე­ო­რე ტალ­ღის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი პი­რო­ბე­ბით სეს­ხე­ბის გა­და­ვა­დე­ბა პირ­ველ ეტაპ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

– სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით, რა კი­თხვე­ბი უნდა დას­ვას მსეს­ხე­ბელ­მა, სა­ნამ სეს­ხის კი­დევ 3 თვით გა­და­ვა­დე­ბას გა­და­წყვეტს?

– სა­ნამ ბან­კის თუ სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი სეს­ხის მე­ო­რედ გა­და­ვა­დე­ბას გა­და­წყვეტს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დას­ვას შე­კი­თხვა, ხომ არ და­ე­კის­რე­ბა მას და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გა­და­ვა­დე­ბის ორი­ვე ეტაპ­ზე ბან­კებ­მა ცალ­სა­ხად და მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­რეს პო­ზი­ცია; მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილ­მაც და­ა­წე­სა შეღ­თა­ვა­თე­ბი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ისე­თი ფაქ­ტე­ბიც, რო­მე­ლიც ზე­და­პირ­ზე არ არის წა­მო­წე­უ­ლი და შე­იძ­ლე­ბა, მათ სა­კო­მი­სიო გა­და­სა­ხა­დე­ბით და­ი­ბა­ლან­სონ ამ პე­რი­ოდ­ში და­კარ­გუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­დე­საც სეს­ხის გა­და­ვა­დე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, ჩვენ მათ დე­ტა­ლუ­რად უნდა გა­მოვ­კი­თხოთ ყვე­ლა წესი, თუ რო­გორ ხდე­ბა შე­ღა­ვა­თის გა­კე­თე­ბა; რაც მთა­ვა­რია, ის უნდა მი­ვი­ღოთ გა­წე­რი­ლი ფორ­მით და რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, ვი­სარ­გებ­ლოთ იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ით ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან, რათა სწო­რი გა­რი­გე­ბა დავ­დოთ და სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო არ გა­ვარ­თუ­ლოთ.

 

წყარო: “ambebi.ge””