პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ თუკი ამ არჩევნებზე მისი პარტია პარლამენტში ვერ შევა, საერთოდ წავა პოლიტიკიდან.
“თუ ჩემი ახალი პარტია ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ შევა, მე საერთოდ პოლიტიკიდან წავალ. მე ამ პარტიით მინდა ამ ქვეყანაში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის, თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც მხოლოდ პარტიაში არ არიან. თუ ეს მიზანი ვერ მივიყვანე ბოლომდე, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში. შეიძლება, სხვა ფრონტიდან დავეხმარო. არ მინდოდა ჯერ ამის თქმა. ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი, ზუსტად ვიცი, როგორ მივიდე და რა არის საჭირო ამისთვის. ამისთვის ბევრი ადამიანია საჭირო და მარტო ეკა ბესელია ამას არ ყოფნის. ბევრი ადამიანი მეიმედება” – აცხადებს ბესელია.