ამერიკელი კონგრესმენები “ცელქობას” განაგრძობენ და საქართველოს ხელისუფლებას აბუჩად იგდებენ

ბიძინა ივანიშვილის “თანაგუნდელებს” ჭირის ოფლის წმენდა უწევთ სახიდან, რადგან ყბადაღებული ამერიკელი კონგრესმენები, რომელთაც ივანიშვილმა ფულის გადახდა შეუწყვიტა, არ ცხრებიან და ახალ პროვოკაციებს აწყობენ. ამჟამად გთავაზობთ გია ვოლსკის გამოხმაურებას, რომელიც იფიცება, რომ “პროდასავლურ” ხელისუფლებას წარმოადგენს:

” ქართული ოცნების ხელისუფლება არა მხოლოდ პროდასავლურია, არამედ ჩვენ უმაღლესი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთბულ შტატებთან.

„ქართულ ოცნებას” საზოგადოება თუ უჭერს მხარს, ერთი საგანგებო ნიშანი აქვს  “ქართული ოცნების” ხელისუფლებას – ეს არის არა მხოლოდ პროდასავლურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობისა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ ეს ფრაზა, ერთი წინადადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის მთელ დანარჩენ დოკუმენტში მოცემულ კვლევასთან, დასკვნებთან, რომელიც ასევე ხაზს უსვავს თანამშრომლობის ამ მაღალ დონეს. ფაქტია ისიც, რომ შემიძლია რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც ნაცმოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს, არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახენებთ: დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რომელსაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. 13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინთან მოკავშირეობაში ადანაშაულებს.

 

წყარო: ipress.ge