აშშ ელჩი: ტყუილია, ივანიშვილის ფარულ მოსმენებს არ ვაწარმოებთ!

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.

„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“,- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, დღეს, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა “დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს” 

ამასთან, ამერიკის საელჩოს ირაკლი ოქრუაშვილი გამოექომაგა და გუბაზ სანიკიძეს “მუცლით მეზღაპრე” უწოდა:

“ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა “დიდი ხანია” და ვისთანაცაა, ურჩიეთ ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს”, – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა Facebook-ში.

 

წყარო: ipress.ge