დავით ჭიჭინაძე: “განმუხტვის ნაცვლად, ეს არჩევნები პოლიტიკურ სიტუაციას უფრო დაძაბავს”

“ხელისუფლების ცვლა 2020 წელს ნამდვილად დაიწყება, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის“, – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს.

 

„ეს არჩევნები გამარჯვებულ მხარეს ვერ გამოავლენს. არც ერთი მხარე არ აღიარებს მეორეს გამარჯვებას და იმიტომ.  ეს ყოველთვის ასე ხდება, როდესაც გამოკვეთილი მხარდაჭერა არც ერთ ძალას არ აქვს.

შესაბამისად, განმუხტვის ნაცვლად, ეს არჩევნები პოლიტიკურ სიტუაციას უფრო დაძაბავს.

ამას გარდა, იქნება, ფინანსური, ეკონომიკური კრიზისი, ზოგადად კრიზისი. ფინალში კი, ისეთი კრიზისულ პარლამენტს მივიღებთ, ეჭვი მეპარება მთავრობა ჩამოაყალიბონ, იმდენი ჭრელია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს და იმ ე.წ. გადანაწილების პროცესს, რასაც ახლა ვუყურებთ, დიახ, დიდ ქალაქებში მოგება კანდიდატზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ რაც შეეხება რაიონებს, როგორ შეიძლება ოპოზიციის ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, ხუთ მერს ებრძოლოს? ან რა რესურსით?

ანუ ,  ოპოზიციის ნაწილმა, რაღაც – რაღაცეების დასათმობად, „ფორა“ მისცა „ქართულ ოცნებას“.

რითაც ყველა მოლაპარაკებაზე ხალხის ფაქტორი გამოიცხრილა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა,  რომ ამ მოლაპარაკებებზე თუნდაც ეკონომიკური მდგომარება, ან ჯანდაცვა კი  არ იყო მთავარი, მთავარი იყო საკუთარი თავის და ადგილების გარანტირებულად მოწყობა“, – ამბობს ჭიჭინაძე.

 

წყარო: “ჯივეჩეინი”