გახარიას “პიარი” – “ოკუპაციის” თემის “ტვიტერზე” გაჟღერება

საქართველოს ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.

პრემიერი გუშინ შიდა ქართლში, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში იმყოფებოდა.

„მე მოვინახულე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ. ჩვენი მიზანია, თანაბარი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და შემართებულები ვართ იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ“,- წერს გიორგი გახარია.

 

 

წყარო: report.ge