ქალაქ სიეტლის მერი, ჯერი დიურკანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბუნკერში დაბრუნებას ურჩევს. ასე მან ქვეყნის ლიდერის კრიტიკას უპასუხა, რომლის თქმით, ქალაქის ხელისუფლება არეულობებს სათანადოდ არ უმკლავდება.
“გეშინოდეთ ჩვენი. დაბრუნდით ბუნკერში”, – წერს დიურკანი “ტვიტერში”.
მანამდე დონალდ ტრამპმა “ტვიტი” გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ “სიეტლი შიდა ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელთ”. აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონის შტატის გუბერნატორი და სიეტლის მერი გააკრიტიკა. მისი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება არეულობებს ვერ უმკლავდება.
წყარო: report.ge