თურნავა გიდებს “აბოლებს”: “წარმოადგინეთ საბუთი, რომ შემოსავალი გქონდათ”

მაქსიმალურად ვეხმარებით გიდებს პროფესიული ასოციაციების მეშვეობით, რომ ისინი ჩვენი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. გიდები მაქსიმალურად ექცევიან თვითდასაქმებულთა 300-ლარიანი დახმარების კატეგორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დახმარების მისაღებად გიდებმა უნდა წარმოადგინონ იმის დასტური, რომ 2019 წელს გარკვეული სამუშაო ან რაიმე სახის შემოსავალი ჰქონდათ.

„ჩვენ გიდების დიდი არმია გვყავს, პროფესიონალი ადამიანების რომლებიც საკმაოდ წარმატებულები იყვნენ ბოლო წლებში. იმის გამო, რომ იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა, მათაც შემოსავლები კარგად ჰქონდათ ამ თვალსაზრისით და თავიანთ პროფესიონალიზმსაც ხვეწდნენ. თუმცა, არსებობს პრობლემებიც ხარისხთან დაკავშირებით, სერტიფიცირებასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით. მიუხედავად პრობლემებისა, მაქსიმალურად ვეხმარებით გიდებს პროფესიული ასოციაციების მეშვეობით რომ ისინი ჩვენი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. ისინი მაქსიმალურად ექცევიან თვითდასაქმებულთა 300-ლარიანი დახმარების კატეგორიაში და ჩვენ ძალიან ლოიალურად ვუდგებით მათ იდენტიფიკაციას. განსხვავებით ბევრი სხვა კატეგორიებისაგან გავითვალისწინეთ, რომ გიდებს სეზონური სამუშაო ჰქონდათ, მათთვის საკმარისია წარადგინონ იმის დასტური რომ, 2019 წელს ჰქონდათ გარკვეული სამუშაო და რაიმე სახის შემოსავალი,“ – განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

 

report.ge