გიგა ბოკერიას ცოლი სააკაშვილს ისევ უკიდურესად აკრიტიკებს

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი, მკაცრად უტევს მიხეილ სააკაშვილს მისი მოწოდების გამო, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიან საარჩევნო სიებზე შეჯერდეს.

“ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს” –  სოციალურ ქსელში წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისითქმით, სააკაშვილის პრინციპია “აბსოლუტური მმართველობა ან არაფერი”. რეალურად, სააკაშვილი კოორდინაციის ჩაშლას ცდილობს – დარწმუნებულია ერთ დროს სააკაშვილის თანაგუნდელი:

,,ეს მაგრად წვალობს – მაჟორიტარებზე კოორდინაციის ჩაშლა უნდა. როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა, თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს. ანუ ან მიშას აბსოლუტური მმართველობა – ან არაფერი. ესაა სააკაშვილის მიდგომა. ხვდება რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა ძალიან დააზიანებს ისევ საპროტესტო ელექტორატში და მის ავტორიტეტს დედას უტირებს. ამიტომ ერთიანი სიის უტოპიური და სრულიად ბრიყვული იდეებით გამოდის, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა თუ გაიტანა საკუთარ პარტიაში – მერე თქვას მე ერთიანობისთვის ვიბრძოდიო. აი სულ ესაა მისი გაქანება“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.