საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ურთულესი უსაფრთხოების გარემო ქვეყანამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო და ყოველდღიურად უწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. შემდეგ იყო წყალწყალა სიტყვები – “თავდაცვის უწყება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობს სტრატეგიული მიმართულებებით” და ა. შ.
სამწუხაროა, რომ თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი (ანუ თავდაცვის, და არა რაიმე სხვა სფეროს თავკაცი) უხერხულობას ვერ გრძნობს, როდესაც ე. წ. “ბორდერიზაციასთან” თავისი პირით “გამკლავების” შესახებ საუბრობს! რას ნიშნავს “გამკლავება”? რომელიმე მონაკვეთზე ღობე ააღებინეთ რუსებს, უკან გადააწევინეთ თუ იქნებ, სადმე გასაძრომ-გამოსაძრომი ხვრელები გააკეთეთ?
როგორც ჩანს, “გამკლავება” დღევანდელ საქართველოში უფრო მკლავების ქნევაა – ჩხუბის შემდეგ.