საეჭვო დაკავება ქავთარაძის ქუჩაზე – ვინ არის ჩეჩენი დაპატიმრებული?

არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა, ჩეჩენი ეროვნების კაცი დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების კაცი და სავარაუდოდ, საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, რომ დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ – იუწყება “იმედინიუსი“.

საქმე როდესაც ნარკოდანაშაულს ეხება, ასეთი გასაიდუმლოება არ ხდება ხოლმე. ვნახოთ, იმედია, მალე გაირკვევა საქმის ვითარება და ხელისუფლებას მორიგი ტერორისტი არ ჰყავდა შეფარებული, რომელიც ახლა დასაჭერი გაუხდა.